„მანქანისკენ წავიდა და შეუვარდა“ – კასპში 80 წლის ქალი ავარიით დაიღუპა

„მანქანისკენ წავიდა და შეუვარდა“ - კასპში 80 წლის ქალი ავარიით დაიღუპაკასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა 80 წელს გადაცილებულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

„ალბათ შეუძლოდ გახდა, უფრო მანქანისკენ წავიდა და შეუვარდა. ძალიან ნელა მოძრაობდა ავტომობილი, რასაც ვუყურებდით, მძღოლის ბრალი არ იყო”, – ამბობს თვითმხილველი.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყეს.