მგზავრი მანქანაში დაიწვა – ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში

მგზავრი მანქანაში დაიწვა - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობშიხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.