კატეგორია: შემთხვევა

რუსთავი-თბილისის ტრასაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა

გუშინ საღამოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის ერთი მიკროავტობუსია, რომელიც შეჯახების შემდეგ გადაყირავდა. როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, მიკრო-ავტობუსი არ ეკუთვნის კომპანია “ინტერტრანს”. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი აღარ […]

რუსთავის პარკში 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა

რუსთავის ცენტრალურ პარკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა და პარკში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი პარკში დროულად მივიდა, პაციენტს ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გოგონა გონზე მოვიდა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ იყო. ინფორუსთავი

ქუთაისში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ჭავჭვაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთავში 2 ქალი და 4 თვის ჩვილი გაზით მოიწამლნენ

რუსთავში, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსიდან, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალები, ასევე 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიუპოსტი

ბათუმში, საკანალიზაციო ჭაში, 19 წლის თეონა ჩოგაძე ჩავარდა

ბათუმში, ღია საკანალიზაციო ჭაში 19 წლის თეონა ჩოგაძე ჩავარდა. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე მოხდა. გოგონას ფეხი დაზიანებული და თავის არეში კი რამდენიმე ჭრილობა აქვს. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მისი გადარჩენა მეუღლემ მოახერხა. ნიუპოსტი

კახეთის გზატკეცილზე ჯიპი ამოტრიალდა – 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი ამოტრიალდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. იმედინიუსი

გარდაბანში ბმვ-მ 18 წლის ახალგაზრდა მოკლა

მსხვერპლით დასრულდა გარდაბნის შესასვლელში მომხდარი ავარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ბმვ-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 18 წლის ქვეითს დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ,,ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თელ-ავივის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა – ვიდეო

თელ-ავივის აეროპორტში ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოსდა, როდესაც გერმანული კომპანია Germania-ის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გაყავდათ, მან ისრაელის გადამზიდი El Al-ს თვითმფრინავს კუდი გამოსდო. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ბათუმში წლის და 4 თვის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან წლის და 4 თვის ბავშვი გადმოვარდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატარა ფანჯრის რაფაზე ავიდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა. ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისააა. “ნიუპოსტი” დეტალებს შსს-ში არკვევს.

ქეთევან ციხელაშვილი – ”ჩემი მანქანა სწრაფად არ მოძრაობდა” – ავარიის ახალი დეტალები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში წყნეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი მოინახულა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა დაეჯახა. მინისტრის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას რამე სერიოზული დაზიანება არ აქვს. სახელმწიფო მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, თუმცა არ აკონკრეტებს, […]