რუსთავის პარკში 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა

რუსთავის პარკში 15 წლის გოგონამ გონება დაკარგარუსთავის ცენტრალურ პარკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა და პარკში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი პარკში დროულად მივიდა, პაციენტს ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გოგონა გონზე მოვიდა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ იყო.

ინფორუსთავი