მაშველებმა ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

მაშველებმა ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანესჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა მაშველებმა ამოიყვანეს.

წუხელ ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის მამაკაცი, ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.მუშის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან დამატებითი მაშველები ჩაერთვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიუპოსტი