თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკას“ შენობის მეოთხე4 სართულიდან 7 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან მესამეზე გადავარდა. არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მას თავის ტრავმა აქვს მიღებული. არსებული ინფორმაციით, მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება, მოზარდი მოაჯირს მიეყრდნო, რომელიც არ იყო მყარი. ბიჭმა ფარდისთვის ხელის მოკიდება მოასწრო, ამის შემდეგ კი იგი მეოთხე სართულიდან მესამეზე ჩავარდა. „მაყურებლები იყვნენ გარეთ, ღონისძიების დაწყებას […]
კატეგორია: შემთხვევა
აღმაშენებლის გამზირზე შენობიდან მოზარდი გადმოვარდა
თბილისში გოგონა მე-6 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ქუთაისში მანქანა სანიაღვრე არხში ჩავარდა – ვიდეო
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, სანიაღვრე არხში ავტომობილი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც “ნიუპრესი” წერს, სავარაუდოდ, გზაზე არსებული წყლის გუბეების გამო მძღოლმა ღია სანიაღვრე არხი ვერ შენიშნა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქუჩაზე გზის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მის მოგვარებას მოითხოვენ. ქუთაისში, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მერიამ თებერვლის დასაწყისში გაავრცელა. მერიაში განმარტავენ, რომ ავტომობილი […]
ავარია ბათუმში – გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი
ბათუმში მომხდარი ავტოსაგხზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგოლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს
მაშველებმა რიონიდან 33 წლის კაცი გამოიყვანეს – ვიდეო
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ბაშში, მაშველებმა მდინარე რიონზე წარმოქმნილი ხელოვნური კუნძულიდან 33 წლის მამაკაცი გამოიყვანეს კუნძული მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოიქმნა და მამაკაცი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მათივე ცნობით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ნიუპოსტი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1795190404118517/
ლანჩხუთი-აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილზე არიან მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე. “ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდოს და მოძრაობა დროულად აღდგეს”, – თქვა ალექსანდრე სარიშვილმა.
ზუგდიდში ძველი აბანოს შენობიდან მოზარდი გადმოვარდა – საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარე ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტს შუბლის არეში ღია ჭრილობა აქვს და სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას თქმით, მას მოტეხილობები არ აქვს და მუცლის ღრუც წესრიგშია. – ძილიანობისკენაა მიდრეკილი და ამ ეტაპზე შესაბამისი გამოკვლევა […]
სამგორში საწყობი იწვის
სამგორში, ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. როგორც “პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაუნცხადეს, დამწვარია 2 ათასი კვ.მ ფართობი. ადგილზე 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს. – გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე იწვის ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა 2000 კვ.მ-ზე. მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, – განაცხადეს უწყებაში. […]
ჩოხატაურის ცენტრში გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს
ჩოხატაურში, ერთ-ერთი ღელეს ნაპირზე 55 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის მეზობლების თქმით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა და ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გვიან ღამით საავადმყოფოდან წამოვიდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ნიუპოსტი







