სამგორში საწყობი იწვის

სამგორში საწყობი იწვისსამგორში, ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები.
როგორც “პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაუნცხადეს, დამწვარია 2 ათასი კვ.მ ფართობი. ადგილზე 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

– გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე იწვის ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა 2000 კვ.მ-ზე. მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, – განაცხადეს უწყებაში.

ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

სამგორში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

pia.ge