თბილისში, დიდ დიღომში მსუბუქი ავტომობილი 2 ადამიანს დაეჯახა, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
კატეგორია: შემთხვევა
სენაკში მანქანამ მოხუცი ველოსიპედისტი მოკლა
მსხვერპლით დასრულდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის გზაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა თქმით, “ოპელის” მარკის ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ 70 წლის მამაკაცს დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვაზისუბანში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქმარმა Playboy-ის მოდელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
Playboy-ის ყოფილი მოდელი, მოლდოველი მომღერალი 31 წლის ანასტასია ჩეტაკი ქმარმა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციამ ქალის გვამი, კიშინიოვში მოდელის ბინაში იპოვა. როგორც პოლიციამ განაცხადა, ჩეტაკი ქმარმა ალეკ სეი მიტაჩიმ მოკლა, შემდეგ კი მეოთხე სართულიდან გადახტა. სახლში იყო მათი 3 კვირის ჩვილიც, რომელიც საავამყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ორბელიანის მოედანზე, ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
ყოფილ კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია
დიდუბეში ე.წ. კიროვის ქარხანა იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეიბებისა და ლამინატის საწყობს უკიდია. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი. “ხანძარი კრილოვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო, 2 სამაშველო ჯგუფი და 1 სპეციალური ტექნიკა კიბით”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
კახეთში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა
მსხვერპლით დასრულდა კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა, ერთი მგზავრი კი მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. […]
ადიგენში კაცი ხევში ჩავარდა და დაიღუპა
ადიგენის რაიონის სოფელ უდეში კაცი ხევში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც “პირველს” შსს-ში უთხრეს, კაცი გამვლელმა შენიშნა და 112–ზე დარეკა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიცია მივიდა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ […]
საშინელი ავარია ვარკეთილში – 2 მანქანა ერთმანეთს და 2 ქვეითს დაეჯახა – 1 მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე ორ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდები გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ, როდესაც მეორე ზოლში მყოფმა ავტომობილებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და შეჯახება მოხდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დარჩა, მეორემ კი შემთხვევის ადგილი მიატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია პირის გარდაცვალება. აღსანიშნავია, […]
გურამიშვილის გამზირზე ფოლკსვაგენმა კაცი მოკლა
გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილი დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაული გახსნილია და დადგენილია მძღოლის ვინაობა. ნიუპოსტი






