ადიგენში კაცი ხევში ჩავარდა და დაიღუპა

ადიგენში კაცი ხევში ჩავარდა და დაიღუპაადიგენის რაიონის სოფელ უდეში კაცი ხევში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც “პირველს” შსს-ში უთხრეს, კაცი გამვლელმა შენიშნა და 112–ზე დარეკა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიცია მივიდა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.