თბილისში, წერეთლის გამზირზე შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კატეგორია: შემთხვევა
ორთაჭალაში მანქანა ამოტრიალდა
ორთაჭალაში, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ავტომობილი ამოტრიალდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ბორდიურზე ავარდა, რის შედეგადაც ამოტრიალდა. ავარიის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი ავრცელებს. თაიმნიუსი
კიევიდან თბილისში მომავალ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემა გაეთიშა და თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა
კიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა. აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. დაახლოებით, ნახევარი საათის დაგვიანებით, ავარიულად დაშვების მიუხედავად, ეკიპაჟის და ყველა მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია […]
ხობში მატარებელი 78 წლის ქალს დაეჯახა
ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან სამგზავრო მატარებელი 78 წლის ქალს დაეჯახა. იგი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინცინდეტი გამთენიისას მოხდა. დაღუპული რკინიგზის მაგისტრალის მახლობლად ცხოვრობდა და ადგილობრივების თქმთ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ცენტრალურ რკინიგზის მაგისტრალზე რამდნეიმე წუთით მოძრაობა შეფერრხებული იყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]
ყვარელში ყოფილი კინოთეატრის შენობა იწვის
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ყოფილი კინოთეატრის შენობა იწვის. ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. ცეცხლის კერის გაჩენის მიზეზებზე გამოძიება იმუშავებს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია.
დიდუბის ხიდის ქვეშ მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბის ხიდის ქვეშ, მანქანა განათების ბოძს შეეჯახა. “პირველის ” ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მანქანა ამოტრიალდა. როგორც “პირველს” შსს -ში განუცხადეს, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და […]
ფოთში ავარიას 33 წლის ქალი ემსხვერლა
ფოთში კლდიაშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “პირველს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლუატაციას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ავარია გონიოში – 1 ადამიანი დაიღუპა
ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, გონიოს ხიდზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ნიუპოსტი
მძინარე მამაკაცის საწოლს ცეცხლი გაუჩნდა – ხანძარი გორში
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მეჯვრისხევის ქუჩაზე ბარაკის ტიპის საცხოვრებელში ცეცხლი გაჩნდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მძინარე მამაკაცის საწოლს გაუჩნდა, თუმცა მან ოთახიდან გამოსვლა დროულად შეძლო. ის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ შეიყვანეს. ექიმის თქმით, სახეზე მხოლოდ ინტოქსიკაციის ნიშნები იყო და 40 წლის მამაკაცი დამწვრობას გადარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო, ჩაეძინა […]










