კატეგორია: შემთხვევა

ბათუმში საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა

ბათუმში საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა

მ.აბაშიძის 60 ნომერში, საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv ავრცელებს. გაზქურის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა სახანძრო სამაშველო ბრიგადა უსაფრთხოების მიზნით გამოიძახეს. მეზობლები ყვებიან, რომ აფეთქების დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ამიტომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებს დაურეკეს, რომლებიც ადგილზე მალევე მივიდნენ. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სახიფათო არაფერია.

ქუთაისში 76 წლის მამაკაცი მე-2 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში 76 წლის მამაკაცი მე-2 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე, 76 წლის კაცი მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მეზობლები ყვებიან, რომ კაცი ავად იყო და ვარაუდობენ, რომ გულის შეტევა დაემართა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი

რუსთავის მე-16 სკოლის მე-7 კლასის 8 მოსწავლე მოიწამლა

რუსთავის მე-16 სკოლის მე-7 კლასის 8 მოსწავლე მოიწამლა

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. მოსწავლეები უკვე გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ბავშვების ცუდად გახდომის მიზეზი, ჯერ უცნობია. თუმცა, მასწავლებლები შემთხვევას სასმელი წყლის დაბინძურებას უკავშირებენ. ნიუპოსტი

რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსი დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსი დაიწვა

გამთენიისას რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსი სავარაუდოდ სარფიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და მასში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად მოასწრეს, თუმცა ავტობუსი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია. „სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე იყვნენ სამ წუთში და 8 წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო. მათ 72 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – აღნიშნეს სააგენტოში. სახლში ამ დროს კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც ექიმებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. შს სამინისტროს ცნობით, […]

მდინარე ძევრულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში, დაჭრეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძევრულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნიუპოსტი

თემქაზე ბუნებრივი აირით 7 ადამიანი მოიწამლა

თემქაზე ბუნებრივი აირით 7 ადამიანი მოიწამლა

თემქაზე მე-11 მიკროში, ბუნებრივი აირით 7 ადამიანი მოიწამლა. 4 მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა. ადგილზე იმყოფებიან კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები. ნიუპოსტი

ავარია ქვემო ხოდაშენში – 4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ავარია ქვემო ხოდაშენში - 4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში BMW -ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 2 მათგანს ქალა ტვინის დაზიანებები აქვს, 2-ს კი – ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ნიუპოსტი

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადახტა

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადახტა

თბილისში, წერეთლის გამზირზე შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ორთაჭალაში მანქანა ამოტრიალდა

ორთაჭალაში მანქანა ამოტრიალდა

ორთაჭალაში, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ავტომობილი ამოტრიალდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ბორდიურზე ავარდა, რის შედეგადაც ამოტრიალდა. ავარიის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი ავრცელებს. თაიმნიუსი