კატეგორია: შემთხვევა

ოზურგეთში ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის, მეუღლის სახლი იწვის

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე გურიის ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის მეუღლის საცხოვრებელი სახლი იწვის. ამ წუთებში გადაკეტილია რუსთაველის ქუჩა, ადგილზე იმყოფება სამი სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ხანძრის გაჩენის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო, მსუბუქად დაშავდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც ცეცხლმოდებული სახლიდან გამოსვლის დროს, მინის ნამსხვრევებზე ხელი დაიზიანა. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ორივე სართული ხანძრის […]

მეტროსადგურ ”ვარკეთილში” 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა პატრულის თანამშრომელიც – ვიდეო

მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა. დაშავებული მეტროსადგურიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, სულ დაშავებულია 11 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში „შეკიდული ჭერი“ ჩამოიშალა. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.

„ესკალატორიდან ჩავდიოდი, როცა ჭერი ჩამოინგრა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები” – ვარკეთილის მეტროში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა. „ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგრა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს […]

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოიშალა – არიან დაშავებულები

ვარკეთილის მეტროს მოსაცდელ დარბაზში ჭერი ჩამოიშალა. როგორც „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეტროსადგურში აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“ჯერ ხეს შეასკდა და მერე მანქანიდან ტრასაზე გამოვარდა” – ავარიას ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე ერთი ახალგაზრდა შეეწირა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ჩოხატაურიდან ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, სავალი გზიდადან გადავარდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. – საშინელი ავარია მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. მანქანას წინ ცხვირი საერთოდ არ ჰქონდა. როგორც ჩანს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ხეს შეასკდა და მერე მანქანიდან ტრასაზე […]

ვარკეთილში ბმვ “ყაზტრანსგაზის” მანქანას დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ვარკეთილში მომხდარი ავარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც “პირველის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ვარკეთილის დასახლებაში მაღალი სიჩქარით მოძრავი “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი “ყაზტრანსგაზის”მანქანას დაეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს […]

ზუგდიდის საერთო საცხოვრებელში ქალი გაიგუდა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. დადიანის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში 82 წლის ქალბატონი, კვამლისგან გაიგუდა. მეზობლების ინფორმაციით, ქალბატონი სიგარეტს ეწეოდა, რა დროსაც, საბანს ცეცხლი გაუჩნდა და დაკვამლიანება გამოიწვია. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ის მეზობელმა ნახა, რომელიც ხშირად აკითხავდა ხოლმე, რადგან მოხუცი ავადმყოფონდა და ლოგინად იყო. ამჯერად, მან კვამლი შენიშნა და რომ შევიდა მოხუცი გარდაცვლილი დახვდა, რის შემდეგაც […]

”ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, საჭე გაექცა და ეს უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა” – რიკოთის ტრაგედიის ახალი დეტალები

საზარელი ტრაგედია დატრიალდა რიკოთზე, სადაც ტრაილერისა და “მინი ვენის” შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა მთელი ქვეყანა შეძრა. როგორც ცნობილია, ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. […]

“ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, […]

ავარია წერეთელზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე. ერთმანეთს “ბმვ”-სა და “მერსედესის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ავტომობილები დაზიანდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.