კატეგორია: შემთხვევა

ყვარელში მანქანა ხეს შეეჯახა – დაიღუპა 1 ქალი

ყვარელში მომხდარ ავარიას შუახნის ქალი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. მამაკაცის მდგომარეობიდან გამომდინარე, რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა, პაციენტის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. შემთხვევის შედეგად პატარა ბავშვიც დაშავდა, თუმცა დაზიანებები მსუბუქი აღმოჩნდა, ამიტომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაშავებულები ერთ ავტომობილში ისხდნენ და ისინი ოჯახის წევრები არიან. შს […]

ავლაბარში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, სპარტაკის შესახვევში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი მამუკა ყირიმელი ამბობს, რომ ცეცხლი დაახლოებით დილის 05:00 საათზე ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა. დამწვარია 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი. ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი

რიკოთთან ტრაილერმა მსუბუქ მანქანას გადაუარა – დაიღუპა 6 ადამიანი, მძღოლი დაკავებულია

რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას,ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით დაშავებული მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან […]

გორში ბეემვე სასწრაფოს დაეჯახა – დაშავდა მედდა

სასწრაფო დახმარების მანქანას გორში, სუპერმარკეტ ,,სმარტთან” მდებარე შუქნიშანთან „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მედდაა. დაშავებულები სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში” ამ წუთებში გადაჰყავთ. ინტერპრესნიუსი

გოგა ხაინდრავა ცემეს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

ეურუსი წერს, რომ, ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, რეჟისორი გოგა ხაინდრავა ნაცემია. კილაძე სოციალური ქსელის გვერდზე წერს, რომ მან იმ პირის ვინაობაც იცის, ვინც ხაინდრავა სცემა. “ქრონიკა +”-ის რედაქტორის ინფორმაციით, იმ პირს, ვინც გოგა ხაინდრავა სცემა, რეჟისორი ვერ უჩივლებს. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე ინფორმაცია უწყებაში არ შესულა. “ბებიაჩემი […]

დიდ დიღომში მანქანა აფეთქდა

დიდ დიღომში მანქანა აფეთქდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ასევე, ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. პირველი

თენგიზ გავაშელი – ”გიორგი გაბოძემ პირველმა მომიქნია ხელი”

თენგიზ გავაშელი, რომელსაც თბილისის პროკურორის მოადგილის გიორგი გაბოძის ცემაში ადანაშაულებენ, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან და მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც გავაშელმა განაცხადა, სიტყვიერი შეურცხყოფა პირველად მას პროკურორმა მიაყენა და ხელი მოუქნია. გავაშელის თქმით, საპასუხოდ პროკურორს ხელი მანაც მოუქნია, თუმცა ვერ დაინახა, მოხვდა თუ არა ის პროკურორს. მისივე განცხადებით, ტაქსს, რომელშიც იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა, გაბოძემ გზა […]

უნივერსიტეტის მეტროსთან მანქანა ამობრუნდა

თბილისში, უნივერსიტეტის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი მანქანა ამობრუნდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადაა მობილიზებული. როგორც “იმედის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

რუსთავში მამაკაცი მატარებელს შეუვარდა

რუსთავში, რკინიგზის სადგურზე უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგებზე მიმავალ მატარებელს, წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შეუვარდა. დაშავებული უგონო მდგომარეობაში იყო და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ის კლინიკაში მიყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ქალი ლიფტში ჩავარდა

გუშინ ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ლიფტში ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლინიკის მეოთხე სართულზე ლიფტი დამლაგებელმა ქალმა გამოიძახა, თუმცა, კარის გახსნის შემდეგ მას ლიფტის კაბინა არ დახვდა. ქალმა ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა. დაშავებული 45 წლის ქალი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაზიანება, ნეკნების ორმხრივი […]