კატეგორია: შემთხვევა

გორში ბეემვე სასწრაფოს დაეჯახა – დაშავდა მედდა

გორში ბეემვე სასწრაფოს დაეჯახა - დაშავდა მედდა

სასწრაფო დახმარების მანქანას გორში, სუპერმარკეტ ,,სმარტთან” მდებარე შუქნიშანთან „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მედდაა. დაშავებულები სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში” ამ წუთებში გადაჰყავთ. ინტერპრესნიუსი

გოგა ხაინდრავა ცემეს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

გოგა ხაინდრავა ცემეს - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

ეურუსი წერს, რომ, ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, რეჟისორი გოგა ხაინდრავა ნაცემია. კილაძე სოციალური ქსელის გვერდზე წერს, რომ მან იმ პირის ვინაობაც იცის, ვინც ხაინდრავა სცემა. “ქრონიკა +”-ის რედაქტორის ინფორმაციით, იმ პირს, ვინც გოგა ხაინდრავა სცემა, რეჟისორი ვერ უჩივლებს. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე ინფორმაცია უწყებაში არ შესულა. “ბებიაჩემი […]

დიდ დიღომში მანქანა აფეთქდა

დიდ დიღომში მანქანა აფეთქდა

დიდ დიღომში მანქანა აფეთქდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ასევე, ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. პირველი

თენგიზ გავაშელი – ”გიორგი გაბოძემ პირველმა მომიქნია ხელი”

თენგიზ გავაშელი - ”გიორგი გაბოძემ პირველმა მომიქნია ხელი”

თენგიზ გავაშელი, რომელსაც თბილისის პროკურორის მოადგილის გიორგი გაბოძის ცემაში ადანაშაულებენ, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან და მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც გავაშელმა განაცხადა, სიტყვიერი შეურცხყოფა პირველად მას პროკურორმა მიაყენა და ხელი მოუქნია. გავაშელის თქმით, საპასუხოდ პროკურორს ხელი მანაც მოუქნია, თუმცა ვერ დაინახა, მოხვდა თუ არა ის პროკურორს. მისივე განცხადებით, ტაქსს, რომელშიც იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა, გაბოძემ გზა […]

უნივერსიტეტის მეტროსთან მანქანა ამობრუნდა

უნივერსიტეტის მეტროსთან მანქანა ამობრუნდა

თბილისში, უნივერსიტეტის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი მანქანა ამობრუნდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადაა მობილიზებული. როგორც “იმედის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

რუსთავში მამაკაცი მატარებელს შეუვარდა

რუსთავში, რკინიგზის სადგურზე უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგებზე მიმავალ მატარებელს, წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შეუვარდა. დაშავებული უგონო მდგომარეობაში იყო და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ის კლინიკაში მიყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ქალი ლიფტში ჩავარდა

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ქალი ლიფტში ჩავარდა

გუშინ ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ლიფტში ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლინიკის მეოთხე სართულზე ლიფტი დამლაგებელმა ქალმა გამოიძახა, თუმცა, კარის გახსნის შემდეგ მას ლიფტის კაბინა არ დახვდა. ქალმა ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა. დაშავებული 45 წლის ქალი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაზიანება, ნეკნების ორმხრივი […]

დადიანის ქუჩაზე მანქანამ 29 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა

დადიანის ქუჩაზე მანქანამ 29 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა

 ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თბილლისში დადიანის ქუჩაზე 29 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ,,ნაძალადევის“ მეტროს მიმდებარედ მოხდა. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა

ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა

ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს. ნაზი მარშავა სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იგი მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ნაზი მარშავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. იმედინიუსი

მარნეულში მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა

მარნეულში მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მარნეულში – არასრულწლოვანი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 12 წლის ვ.გ მატარებლის ლიანდაგზე მიდიოდა, ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მოზადს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბიჭი […]