თენგიზ გავაშელი – ”გიორგი გაბოძემ პირველმა მომიქნია ხელი”

თენგიზ გავაშელი - ”გიორგი გაბოძემ პირველმა მომიქნია ხელი”თენგიზ გავაშელი, რომელსაც თბილისის პროკურორის მოადგილის გიორგი გაბოძის ცემაში ადანაშაულებენ, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატთან და მეუღლესთან ერთად მივიდა.

როგორც გავაშელმა განაცხადა, სიტყვიერი შეურცხყოფა პირველად მას პროკურორმა მიაყენა და ხელი მოუქნია.

გავაშელის თქმით, საპასუხოდ პროკურორს ხელი მანაც მოუქნია, თუმცა ვერ დაინახა, მოხვდა თუ არა ის პროკურორს. მისივე განცხადებით, ტაქსს, რომელშიც იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა, გაბოძემ გზა არ დაუთმო.

თენგიზ გავაშელმა თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა 23 იანვარს, წყნეთის ქუჩაზე მიაყენა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს.

იმედინიუსი