რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა. “ინფორუსთავის” ინფორმაციით ცეცხლი იმ საწოლს გაუჩნდა რომელშიც მას ეძინა. გარდაცვლილი ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს. ქალის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება გახდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ხანძარს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. […]
კატეგორია: შემთხვევა
თემქაზე მშენებლობიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა – ის საავადმყოფოში გარდაიცვალა
თემქაზე, მშენებარე ნაგებობის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. უგონო მდგომარეობაში 27 წლის მუშა საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ირკვევა, დაშავებულს შემთხვევისას ჩაფხუტი და უსაფრთხიების ქამარი არ ეკეთა. ნიუპოსტი
ბათუმში დაკარგული 23 წლის თეონა კალანდაძე ტაძარში იპოვეს
ბათუმში დაკარგული 23 წლის თეონა კალანდაძე იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გოგონა თავს კარგად გრძნობს და ოჯახის წევრებთან იმყოფება. თვითმხილველების განცხადებით, გაუჩინარებული სარფში ერთ-ერთ ტაძარში იმყოფებოდა. 23 წლის გოგოს სამართალდამცავები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა. ნიუპოსტი
ბათუმში 23 წლის თეონა კალანდაძეს ეძებენ
თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა
თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი მე-13 სართულზე, 15-20 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში გაჩნდა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის სამუშაო ოთახებია განთავსებული. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა
თეატრმცოდნე და ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა. ის გადაღებებზე გუდამაყარში კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც კლდიდან დაგორდა. საავადმყოფოში გადაღებული ფოტო ნიკა წულუკიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა: ”გუდამაყრიდან ტრავმატოლოგიურამდე. გადავრჩი. ქართული თეატრის დღეს გილოცავთ. <3 ხევისბერთან ვიყავით გადაღებაზე გუდამაყარში, პირიმზის სალოცავში და ღამის ორ საათზე დავგორდი კლდიდან. ახლა კარგად ვარ.”





