კატეგორია: შემთხვევა

ტყიბულის მაღაროში დაშავებული ვიტალი ტურძილაძე გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება […]

ორთაჭალაში სახლი დაიწვა

თბილისში, ორთაჭალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი

ბათუმში 2 წლის ბავშვი მე-7 სართულიდან გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. „აჭარაNews“-ის ინფორმაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა გუდიაშვილის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს გვერდით მოხდა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარის შესახებ 112-ში შეტყობინება არ შესულა.

ბათუმში კორპუსის მეშვიდე სართულიდან 2-წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. „აჭარაNews“-ის ინფორმაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა გუდიაშვილის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს გვერდით მოხდა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარის შესახებ 112-ში შეტყობინება არ შესულა.

დმანისთან ავარიაში ოჯახის 4 წევრი დაიღუპა

დმანისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, 4-ვე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. რუსთავი 2-ის ცნობით, მსუბუქ მანქანას სატვირთო დაეჯახა.

თბილისში მარჯანიშვილზე ხანძარი იყო

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა

„საქართველოს უნივერსიტეტის“ შენობაში ხანძარი იყო. თვითმხილველის ინფორმაციით ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე – მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, მათ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკვამლიანების გამო სტუდენტებს შენობაში ჯერჯერობით არ უშვებენ. პრაიმ ტაიმი

ტყიბულის მაღაროდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ის ქუთაისში პროზექტურაში გაასვენეს. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, შახტაში მიწის მასის ქვეს 2 ადამიანი იყო მოყოლილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიწის მასიდან ერთი მოქალაქე რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი […]

ოზურგეთში გაზით 4 ადამიანი მოიწამლა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული არიან 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალები, მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. 3 წლის ბავშვი კი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების შეფასებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, […]

“ჩემი ქმარი ცოცხალია” – ტყიბულის მაღაროდან 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერის მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მეუღლის განცხადებით, მისი ქმარი ქვანახშირის კარიერში სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდა. „მეუბნებიან, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალია, მაგრამ ჯერ არ ამოუყვანიათ. დაახლოებით 12:00-13:00 საათზე მოხდა შემთხვევა. ჩემი მეუღლე 64 წლისაა“,- განაცხადა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის მეუღლემ „ტვ პირველთან“ საუბრისას. ცოტა ხნის წინ მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და […]