ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში 2 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმოდა, რომელიც შველას ითხოვდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, ერთ-ერთ მაღაროში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა, მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. „მაშველებმა […]
კატეგორია: შემთხვევა
რატომ გამოცხადდა “გალერია თბილისში” ევაკუაცია
სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია გაითიშა, რის შემდეგაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და უსაფრთხოების სამსახურმა მომხმარებლებს შენობის დაცლა მოსთხოვა. “შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველა მაღაზაიაში და უამრავი ადამიანი დავდექით მოლოდონის რეჟიმში. 30 წუთში ჩაირთო ხმოვანი შეტყობინება რომელმაც დაიწყო მოწოდება რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა შენობა სავეაკუაციო გასასვლელით. შიშის მიუხედავად ხალხი ძალიან მობილიზებულად წავიდა გასასვლელისაკენ. […]
რუსთავში მანქანამ შუახნის ქალი გაიტანა
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შუახნის ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მას “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მესხიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.
მარტვილის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
ილია კოკაია დაიღუპა – რა მოხდა ყაზბეგთან, მწვერვალ დედაენაზე
უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე – ცნობილი ხდება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ბიზნესმენი ილია კოკაია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა. ამ წუთებში მწვერვალ დედაენისკენ გუდაურიდან გამოსული სამაშველო ჯგუფი მიემართება. ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და […]
“ბორდიურიდან გადავარდა” – ტყიბულში მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
ხულოში მანქანა გზიდან გადავარდა – 1 მოზარდი დაიღუპა
19 ნოემბერს ხულოში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას […]
“მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა” – რუსთავში ელექტრიკოსს დენმა დაარტყა
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა. 26 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ახალგაზრდა კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას”-ს თანამშრომელი იყო, რომელიც XVI მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში სხვა თანამშრომლებთან ერთად გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კომენტარისთვის “ინფო რუსთავი” კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დაუკავშირდა სადაც გაგვიცხადეს, […]
“არ მინდა დავიჯერო” – თბილისში ავარიაში ლაშა გოდერძიშვილი დაიღუპა
გუშინ, 16 ნოემბერს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ლაშა გოდერძიშვილი. პრაიმ ტაიმის ცნობით, ავარია მანქანის მოცურებამ გამოიწვია. ლაშა გოდერძიშვილი მძღოლის გვერდით იჯდა. ფეისბუქში წერენ, რომ დაღუპული დედისერთა იყო. “ჩემი მოსწავლე იყო… დღეს მთელი სკოლა ტიროდა, არ მინდა დავიჯერო” – წერს ბიჭის მასწავლებელი.










