კატეგორია: შემთხვევა

კახეთში შევროლე ხეს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შევროლეს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი, 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ფონიჭალაში სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლის კაცს დაეჯახა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მომხდარის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ავარიის გამო, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში რუსთავი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მიმოსვლა შეჩერებული იყო.

რუსთავში ბინას კორპუსში ხანძარი გაუჩნდა

რუსთავში ხანძარი იყო. ქალაქის მე-7 მიკრორაიონის მე-17 საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ცენტრალური გათბობის ქვაბს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. როგორც ცნობილია, ბინაში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რეპორტი

თბილისში მელიქიშვილზე 2 ბინას ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი მელიქიშვილზე – ცეცხლი 2 ბინას გაუჩნდა. 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლის მეორე სართულზე სავარაუდოდ მოძველებული სადენები აალდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. დამწვარია იტალიურ ეზოში მდებარე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულია 6 ოჯახი. დამწვარია მათი კუთვნილი ავეჯი და ტექნიკა. მცხოვრებლები გამგეობისგან დახმარებას ითხოვენ. მთავარი

გორში ავარიას მიმოზა მამაცაშვილი ემსხვერპლა – ახალი დეტალები

ცნობილი ხდება, რომ გუშინ საღამოს სტალინის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაღუპულია მიმოზა მამაცაშვილი. მიმოზა მამაცაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქალთა ორგანიზაციებში, წარმოადგენდა სამშვიდობო ორგანიზაციას – ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” 2008 წელს დაფუძნდა. მისი დამაარსებლები იყვნენ მანანა მებუკე და ცხინვალელი ლირა კოზაევი-ცხოვრებოვა. ქართველი და ოსი ქალები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში ხვდებოდნენ. პირველი ასეთი […]

გორში მანქანა ქვეითებს დაეჯახა – ქალი დაიღუპა

ავარია გორში, სტალინის გამზირზე. ცნობილი ხდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “მთავარი არხის” ცნობით, გარდაცვლილი 50 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად ქვეითად მოძრაობდა. თვითმხილველების თქმით, მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა და ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მთავარი

ნაძალადევში სახლს ხანძარი გაუჩნდა

ხანძარი თბილისში – “მთავარი არხის” ვებგვერდის ინფორმაციით, ცეცხლი ნაძალადევში, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ე.წ. შეკიდულ ჭერს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ლოკალიზებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი

“საშინელებაა, მიჭირს ამის დაჯერება” – ავარიას ვარკეთილში 21 წლის ჩარლი კუდავა შეეწირა

ვარკეთილში, სასტუმრო ,,ჰუალინგ თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 21 წლის ჩარლი კუდავაა. მისი ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს. “საშინელებაა, ჩარლი, მიჭირს ამის დაჯერება, ღმერთო”,- წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ნათესავებთან ცხოვრობდა, მის ცხედარს სოფელში ხვალ ჩაასვენებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ სამარშუტო ტაქსს შემდეგ კი ბოძს  შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა,ისინი […]

“მეგონა, გაზი აფეთქდა, თურმე ბავშვი ეგდო მიწაზე” – რუსთავში 13 წლის გოგონა მე-4 სართულიდან გადავარდა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულის აივნიდან 13 წლის გოგო გადმოვარდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოზარდი აივანზე გაფენილ სარეცხს იღებდა. “რაღაც ძალიან ძლიერი დაცემის ხმა იყო. მეგონა, გაზი აფეთქდა სადღაც. იქით ვიყურებოდი, თურმე ბავშვი ეგდო დაბლა”,- განუცხადეს “ინფო რუსთავს” მოზარდის მეზობლებმა. დაშავებული თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების […]

ვარკეთილში მანქანა ბოძს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბოძს შეეჯახა და გარდაცვლილია ერთი პირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები მომხდარის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება. “ინტერპრესნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.