კატეგორია: შემთხვევა

“კარალიოკს ვჭამდი და უცბად დამეტაკა ტუჩებში” – ხონში ქალი ტურამ დაკბინა

"კარალიოკს ვჭამდი და უცბად დამეტაკა ტუჩებში" - ხონში ქალი ტურამ დაკბინა

ხონში, პატარა ჯიხაიში, ქალს ტურა დაესხა თავს – ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე, ლევან კობეშავიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა. დაშავებული მოქალაქე იხსენებს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის მეზობლისგან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. როგორც ნანა მიქაძე ამბობს, სოფელში ბევრი ტურაა და ღამით ადგილობრივებს მათი ხმა ყოველთვის ესმით, თუმცა დღის საათებში არ უნახავთ. “კარალიოკს ვჭამდი, არ […]

ავარია რუისპირში – 1 ადამიანი დაიღუპა

ავარია რუისპირში - 1 ადამიანი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ რუისპირში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იყო, ხოლო დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. იპნ

„ავტობანზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა“ – ვიდეო

„ავტობანზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა“ - ვიდეო

სოციალურ ქსელში ჯგუფი „ჩემი ქალაქი კლავს“ 1 საათის წინ გადაღბულ ვიდეოს აქვეყნებს მინაწერით: „ავტობანზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა“.

გლდანში ხიზანიშვილზე საწყობი დაიწვა

გლდანში ხიზანიშვილზე საწყობი დაიწვა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთავარი

ბორჯომში მამა-შვილი სოკომ მოკლა

ბორჯომში მამა-შვილი სოკომ მოკლა

ბორჯომში მცხოვრები მამა-შვილი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, მათ სოკო მიირთვეს და მოიწამლნენ. სამედიცინო ცენტრში კი ჯერ მამა, მეორე დღეს კი შვილი შეიყვანეს. ორივე მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 40 წლამდე და 70 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი გარდაიცვალა. ბორჯომი ტვ

დიდ დიღომში მუშა მშენებარე კორპუსის შახტში ჩავარდა

დიდ დიღომში მუშა მშენებარე კორპუსის შახტში ჩავარდა

ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსში მუშა შახტში ჩავარდა. მუშა მე-8 სართულზე იყო, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა ლიფტის შახტში ჩავარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – 20 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების თქმით, ის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის […]

მარნეულის ბაზარში ჭურჭლის და ტანსაცმლის მაღაზიები დაიწვა

მარნეულის ბაზარში ჭურჭლის და ტანსაცმლის მაღაზიები დაიწვა

მარნეულის ბაზარში ხანძარი იყო. როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით 70-კვ. მეტრზე იყო გავრცელებული, ხანძრის ლიკვიდირება კი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა მალევე შეძლეს. “რადიო მარნეულის” ცნობით, დამწვარია 9 ობიექტი, მათ შორის ჭურჭლის და ტანსაცმლის მაღაზიები. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ცეცხლი მარნეულის ბაზარში გუშინ გაჩნდა.

ავარია ნაფარეულთან – 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

ავარია ნაფარეულთან - 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.სოფელ ნაფარეულთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა კიდევ ერთი მსუბუქი მანქანა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ჯგუფების ჩართვა გახდა საჭირო. შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი, შუა ხნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. იპნ

თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო […]

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს დაეცა, მან თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად მამაკაცი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მოხდა. „შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა ქარხნის ერთ-ერთ […]