თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო […]
კატეგორია: შემთხვევა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს დაეცა, მან თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად მამაკაცი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მოხდა. „შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა ქარხნის ერთ-ერთ […]
დიდ დიღომში მოტოციკლეტი მინივენს შეეჯახა
დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა
შავშვებთან ავარიაში დაშავებული გიორგი მურადაშვილი გარდაიცვალა
გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი მურადაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, დაშავებული კლინიკა „გორმედიდან“ რეანომობილით თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ჯერარსში“ გადაჰყავდათ. პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, გორი-შავშვების საავტომობილო გზაზე ქორწილის კორტეჟში მყოფი ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი – მძიმედ დაშავდა, რომელთაგან […]
რუსთავის N17 ციხეში ხანძარია
ლანჩხუთში პატრულის მანქანა ჭიშკარს დაეცა
წალენჯიხაში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მანქანის ერთი მგზავრი. მოტოციკლის მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ლაივპრესი
“მოვდიოდი 60 კმ/სთ-ით, დამიმუხრუჭა მანქანამ და მეც დავამუხრუჭე” – რუსთავთან ტრაილერი სუბარუს დაეჯახა
რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და “სუბარუს” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ტრაილერის მძღოლის თქმით, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ მან აღმოუჩინა. “მოვდიოდი სადღაც 60 კმ/სთ-ით, მეტით არა. წინ ნაკადი მიდიოდა და დამიმუხრუჭა ავტომობილი და მეც დავაჭირე მუხრუჭებს. ეგ ავტომობილიც გვერდიდან […]










