თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპათუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო იყო მობილიზებული.

ინფო რუსთავი