თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, საღამოს საათებში, ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა. ინფორმაცია “რუსთავი 2-ს” დაკარგულის მეგობარმა მიაწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ საქმის კურსშია პოლიციაც, სამართალდამცველები შესაბამის სამძებრო ღონიძიებებს ატარებენ. თუ ფლობთ ინფორმაციას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, დარეკეთ აღნიშნულ ნომერზე: 571088309; 591 22 75 62. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
მარნეულში მანქანა შუახნის მამაკაცს დაეჯახა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი შუახნის კაცს დაეჯახა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმის გამო, რომ სასწრაფოს 1 საათის განმავლობაში ელოდებოდნე, პოლიციამ დაშავებულის ახლობლებს უფლება მისცა, რომ კლინიკაში კაცი პირადი მანქანით გადაეყვანათ. სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს. ნიუპოსტი
იგოეთთან ზუგდიდის ავტობუსი გადაბრუნდა
რამდენიმე წუთის წინ იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული. არის თუ არა მსხვერპლიც, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან. იპნ
ავარია სამტრედიაში – 3 ადამიანი დაიღუპა
მურატ ჯიოევი ჯავაში ხიდან ჩამოვარდა – ის ბესლანში გადაიყვანეს
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა. Рес-ის ინფორმაციით, ის ჰოსპიტალიზებულია. ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ჯავის რაიონში, ჯიოევის კუთვნილ ბაღში მოხდა. მთავარი
მარნეულში ახალგაზრდა ქალმა მანქანა გაიტაცა და მერიის ეზოში შევარდა
უშბაზე მოლდოველი მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა 11-დღიანი ძებნის შემდეგ მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მოლდოველი ალპინისტი მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, სამძებრო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენიც იყო ჩართული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის […]
მიკროავტობუსი ფორდს დაეჯახა და რუსთავის ბენზინის სადგურში შევარდა
რუსთავის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ინტერტრანსის” მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ფორდი შეეჯახნენ, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა. როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, ავარიის გამომწვევი მიზეზი მისი მხრიდან ავტოსაგზაო მოძრაობის წესის დარღვევა გახდა. მიკროავტობუსი რუსთავი-რკინიგზის სადგურის მარშრუტით მოძრაობდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 4-ვე მათგანი “ინტრტრანსის” მიკროავტობუსით მგზავრობდა. დაშავებულებს შორის არიან, დედა […]
ბმვ ბეტონს შეასკდა, მძღოლი დაიღუპა – ავარია ფოთის გზაზე
ფოთი-გრიგოლეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. იპნ
სვანეთში უშბაზე მოლდოველ მამა-შვილს ეძებენ
სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ლაშქრობისას მოლდოვიდან ალპინისტი მამა-შვილი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაკარგულების ოჯახის წევრმა გალინა კულიკოვამ ფეისბუქში დაწერა. ქალის თქმით, ბოლოჯერ ქმარ-შვილს 28 აგვისტოს 15:58 საათზე დაუკავშირდა. „გვჭირდება დახმარება. ბოლოს მომწერეს, რომ კარგად იყვნენ, მას შემდეგ ისინი კავშირზე აღარ გამოსულან”, – აცხადებს დაკარგულების ოჯახის წევრი. დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში ადგილობრივი მაშველები უკვე ჩაერთნენ. რაც შეეხება […]