კატეგორია: შემთხვევა

სარეკლამო ბანერს აკრავდა და ჩამოვარდა – ბათუმში მამაკაცი დაიღუპა

სარეკლამო ბანერს აკრავდა და ჩამოვარდა - ბათუმში მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სარეკლამო ბანერის განთავსებისას დროს ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. იპნ

გრიგოლეთში 40 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში 40 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ის წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. ადგილზე მოვიდა სასწრაფო, კაცს ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ფორმულა

“ლადო იჯდა საჭესთან. გზიდან გადავარდნილა” – მაია ყიფიანს ვაჟი დაეღუპა

"ლადო იჯდა საჭესთან. გზიდან გადავარდნილა" - მაია ყიფიანს ვაჟი დაეღუპა

მუსიკალური პროდიუსერის მაია ყიფიანის ოჯახში წუხელ ტრაგედია დატრიალდა. მისი ერთადერთი ვაჟი, 39 წლის ლადო ზეინკლიშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 18 აგვისტოს, ქსანთან მოხდა. ლადო მეგობართან ერთად მგზავრობდა. საჭეს თავად ზეინკლიშვილი მართავდა “დიდი სიჩქარით მოდიოდა, თურმე. ლადო იჯდა საჭესთან. გზიდან გადავარდნილა, საჭე ვერ დაუმორჩილებია. ვიღაც ექიმი შესწრებია ავარიას. მაშინვე მივარდნილა დასახმარებლად, მაგრამ ორივე ადგილზე დაღუპულა” […]

წეროვანთან ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტობანზე წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]

„ერთ დღეს დაბადებულნი, ერთ დღეს აღესრულნენ…“- ჭიათურაში 101 წლის ცოლ-ქმარი ხანძარმა იმსხვერპლა

„ერთ დღეს დაბადებულნი, ერთ დღეს აღესრულნენ...“- ჭიათურაში 101 წლის ცოლ-ქმარი ხანძარმა იმსხვერპლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში დღეს დილით სახლი დაიწვა, რომელშიც იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარი 101 წლის ნოე და მარუსა მუმლაძეები ხანძარს ემსხვერპლნენ. „ერთ დღეს დაბადებულნი ერთ დღეს აღესრულნენ… დაქორწინდნენ 25 წლისანი.  აღესრულნენ 101 წლისანი. ნათელი დაუმკვიდრდეთ…“ – წერს ფეისბუქზე როლანდ ხოჯანაშვილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

მაია მაჩაიძე ავარიაში დაიღუპა, მისი ტყუპისცალი რეანიმაციაშია

მაია მაჩაიძე ავარიაში დაიღუპა, მისი ტყუპისცალი რეანიმაციაშია

14 აგვისტოს იმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა, მისი ტყუპისცალი და კი მძიმედ დაშავდა, ის უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაღუპული მაია მაჩაიძეა. ის 36 წლის იყო. უმძიმესი ავარია თერჯოლაში მოხდა. მაია ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი ტყუპისცალი – რაია მაჩაიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. პრაიმ ტაიმი

გლდანში მანქანა ბენზინგასამართთან მდგარ მეორე მანქანას დაეჯახა

გლდანში მანქანა ბენზინგასამართთან მდგარ მეორე მანქანას დაეჯახა

გლდანში შეშელიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლიც გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მანქანების დაწვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.  ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია. ინციდენტის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მსუბუქი ავტომანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

რუსთავში სასწრაფოს მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

რუსთავში სასწრაფოს მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

რუსთავში, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ”ინფო რუსთავის” ინფომაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სასწრაფო დახმარების მძღოლმა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ინფორუსთავი

4 დღის წინ დაკარგული 66 წლის ქალი ტყეში ცოცხალი იპოვეს

4 დღის წინ დაკარგული 66 წლის ქალი ტყეში ცოცხალი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალი უვნებლად იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ინფორმაციით, ქალი სახლიდან 7 აგვისტოს გავიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის მისი კვალი დაიკარგა. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – წერია უწყების […]

გურჯაანში ჭაში მამაკაცი გაიგუდა

გურჯაანში ჭაში მამაკაცი გაიგუდა

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 62 წლის კაცი ჭაში ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ბა­კურ­ცი­ხე­ში ცოტა ხნის წინ მოხ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, გზა­ზე არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სიღ­რმის ჭაში წყლის სის­ტე­მის გა­და­სარ­თვე­ლად 62 წლის კაცი ჩა­ვი­და და ამოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხდა, რის შემ­დე­გაც გა­ი­გუ­და. მისი დახ­მა­რე­ბა შვილ­მა სცა­და, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო. 40 წლამ­დე კაცი კი გურ­ჯა­ა­ნის ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში […]