კატეგორია: შემთხვევა

4 დღის წინ დაკარგული 66 წლის ქალი ტყეში ცოცხალი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალი უვნებლად იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ინფორმაციით, ქალი სახლიდან 7 აგვისტოს გავიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის მისი კვალი დაიკარგა. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – წერია უწყების […]

გურჯაანში ჭაში მამაკაცი გაიგუდა

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 62 წლის კაცი ჭაში ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ბა­კურ­ცი­ხე­ში ცოტა ხნის წინ მოხ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, გზა­ზე არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სიღ­რმის ჭაში წყლის სის­ტე­მის გა­და­სარ­თვე­ლად 62 წლის კაცი ჩა­ვი­და და ამოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხდა, რის შემ­დე­გაც გა­ი­გუ­და. მისი დახ­მა­რე­ბა შვილ­მა სცა­და, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო. 40 წლამ­დე კაცი კი გურ­ჯა­ა­ნის ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში […]

ახალციხეში მერსედესმა ქვეითი გაიტანა

ახალციხეში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ახალციხე-ადიგენის გზაზე მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯეხა, შეჯახება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის, მისი ვინაობის დადგენას პოლიცია ცდილობს. ცხედარი ახალციხის პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რუსთავი 2

გარდაბანში მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

გარდაბანში, მდინარე მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. მოზარდს  3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სათავზაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც წყალში ჩავარდა.

ჯაბა იოსელიანის შვილიშვილმა ვაკეში ქვეითი გაიტანა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მოხდა. ავტომობილი, რომელსაც „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]

დიდ დიღომში შენობა დაიწვა

თბილისში, დიდ დიღომში, გიორგი ტერევერკოს მეორე ჩიხში, ძველი ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მიტოვებულ  შენობაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთავარი

“ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და ხრამში გადავარდა” – თუშეთში ავარიას მძღოლი ემსხვერპლა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა. ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია.თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლი და ერთი გერმანელი ტურისტი ქალი იმყოფებოდნენ. მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა შეძლეს და […]

ლაგოდეხში დაკარგული გელა ჯიბღაშვილი სახლში დაბრუნდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული ბიჭი ნაპოვნია 14 წლის გელა ჯიბღაშვილი ოჯახში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დეიდის ინფორმაციით, როგორც მოზარდმა თქვა, თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა. სოფელში კი სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდა. მისი ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გუშინ კი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოზარდის დედა და დეიდა გამოკითხეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს არ არის […]

ჩხოროწყუში მანქანა მდინარეში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში მდინარე ოჩხამურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსთავი 2

გურიაში გამგეობის შენობა დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ხანძარი წუხელ, შუაღამისას გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობის შიდა ნაწილის გადარჩენა ვერ შეძლეს. აღნიშნულ შენობაში სოფლის გამგეობასთან ერთად განთავსებული იყო სამედიცინო ამბულატორია და ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღი. როგორც ოზურგეთის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღისთვის დროებით სხვა შენობა გამოიძებნება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით […]