უბედური შემთხვევა კახეთში – კაცს ავტომობილი დაეცა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ავტომანქანის სახელოსნოში მოხდა. „პრაიმნიუსის“ ინფორმაციით, კაცს, სახელოსნოში მოწყობილ სპეციალურ სადგამზე აწეული ავტომანქანა დაეცა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი გამოდგა, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავები მოკვლევას ატარებენ.
კატეგორია: შემთხვევა
წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
სიმაღლიდან ზღვაში გადახტა – სარფში 15 წლის ბიჭი დაიღუპა
ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს – 1 მძღოლი დაიღუპა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ამოყირავდა. გარდაცვლილიც და დაშავებულიც კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. მედიკოსთა განცხადებით, ორივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა […]
ჩაქვში მანქანა ჯებირს შეეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილზე მიტოვებული ჩანთა იპოვეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, თუმცა საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ. “თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახ იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ […]
რუსთაველზე ტრაქტორი ჩავარდა
ბათუმის მატარებელი თბილისში მამაკაცს დაეჯახა
თბილისში, დიდუბის სადგურის მახლობლად, ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა. როგორც “საქართველოს რკინიგზაში” “რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. […]
რუსთავში მანქანა 25 წლის ქალს დაეჯახა
24 ივლისს ღამით რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 25 წლის ქალს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. “კლინიკა რუსთავი”-ს გადაუდებელი განყოფილების ექიმი გიორგი მოდებაძე ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ -პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები. ვიზუალური დათვალიერებით არ აღენიშნებოდა მოტეხილობები, პაციენტი გონზეა და […]










