ახალციხეში მერსედესმა ქვეითი გაიტანა

ახალციხეში მერსედესმა ქვეითი გაიტანაახალციხეში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა ახალციხე-ადიგენის გზაზე მოხდა.

“მერსედესის” მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯეხა, შეჯახება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის, მისი ვინაობის დადგენას პოლიცია ცდილობს.

ცხედარი ახალციხის პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რუსთავი 2