კატეგორია: შემთხვევა

ქედაში მანქანა ხრამში გადავარდა – 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

ქედაში მანქანა ხრამში გადავარდა - 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ქედის კლინიკაში განუცხადეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. […]

იყალთოში ავარიაში 27 წლის ფირუზ ლომაშვილი დაიღუპა

იყალთოში ავარიაში 27 წლის ფირუზ ლომაშვილი დაიღუპა

11 მა­ისს, გვი­ან ღა­მით ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თე­ლავ­ში, რო­დე­საც ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი­სას მომ­ხდარ ავა­რი­ას ახალ­გაზ­რდა კაცი ემსხვერ­პლა. სო­ფელ იყალ­თო­ში სწრა­ფად მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მო­ცურ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფელ იყალ­თოს მკვიდ­რი, 27 წლის ფი­რუზ ლო­მაშ­ვი­ლია. ის „გოლ­ფის“ […]

იყალთოში მანქანა ხეს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს სოფელ იყალთოში მოხდა. მსუბუქ მანქანას მამაკაცი თავად მართავდა, როდესაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

აწყურში სატვირთო ამოტრიალდა

აწყურში სატვირთო ამოტრიალდა

აწყურში, ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. ადგილზე პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. ამასთან ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს. გადაყირავებული მანქანის ტვირთი სხვა ტრაილერშია გადატანილი. ავარიის გამო ცენტრალური მაგისტრალის ნაწილი გადაკეტილი იყო. რუსთავი 2

თბილისში, ერისთავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ერისთავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე უმოკლეს დროში […]

კახეთში 2 ავარია მოხდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. ფიატის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ფოლკსვაგენს შეეჯახა. ავარია მოხდა ყვარელშიც, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავდნენ მძღოლებიც. ორივე შემთხვევაში, საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით […]

რუსთავი-ლილოს გზაზე მერსედესი ამოტრიალდა

რუსთავი-ლილოს გზაზე მერსედესი ამოტრიალდა

9 მაისს ავარია მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათ დამტვრეული მანქანიდან უვნებლად გამოაღწიეს. ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ უამინდობის გამო მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

თელავში 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებენ

თელავში 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებენ

თელავში 22 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახის წევრების განმარტებით, ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისს, საღამოს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. რაზიკაშვილების ოჯახი ახალგაზრდის ძებნაში დახმარებას ითხოვს. მათი განმარტებით, საქმეში ჩართულია პოლიციაც. ნიუპოსტი

რუსთავთან მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა

რუსთავთან მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა

რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ როგორც “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსს ლილოდან რუსთავის მიმართულებით 18 მგზავრი გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

უჯარმასთან ავარიაში 3 რუსთაველი დაიღუპა – მამა-შვილი შაქრო და ილია პაპუნაშვილები და მალხაზ ტრაპაიძე

უჯარმასთან ავარიაში 3 რუსთაველი დაიღუპა - მამა-შვილი შაქრო და ილია პაპუნაშვილები და მალხაზ ტრაპაიძე

სოფელ უჯარმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 რუსთაველი ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილში 5 რუსთაველი, 50 წლამდე შაქრო პაპუნაშვილი, მისი ორი შვილი და შვილების ტყუპი მეგობარი ძმები ისხდნენ. ავარიას 50 წლამდე კაცი, მისი 29 წლის შვილი, ილია პაპუნაშვილი და შვილის მეგობარი, 21 წლის მალხაზ ტრაპაიძე, ემსხვერპლა. […]