სოფელ უჯარმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 რუსთაველი ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილში 5 რუსთაველი, 50 წლამდე შაქრო პაპუნაშვილი, მისი ორი შვილი და შვილების ტყუპი მეგობარი ძმები ისხდნენ. ავარიას 50 წლამდე კაცი, მისი 29 წლის შვილი, ილია პაპუნაშვილი და შვილის მეგობარი, 21 წლის მალხაზ ტრაპაიძე, ემსხვერპლა. […]
კატეგორია: შემთხვევა
დოესში მერსედესი ჰონდას დაეჯახა – 2 ადამიანი დაშავდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, სოფლის ცენტრში, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ ,,ჰონდას” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ,,მერსედესის” მძღოლი და მეორე ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, მერსედესს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მართავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, შსს-ს ინფორმაციით, […]
უჯარმასთან 2 მანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა
მესტიაში ტურისტი ქალი დაიღუპა
მესტიაში, გულის უღელტეხილზე, ტურისტი ქალი ხევიდან გადავარდა და გარდაიცვალა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე, იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად […]
თბილისი-ზუგდიდის მატარებელი რელსებიდან გადავიდა – “მეოთხე ვაგონი მოწყდა სხვებს”
თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მას ვაგონი მოწყდა. შემთხვევა რკინიგზის ხარაგაულის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მოხდა. “მეოთხე ვაგონი მოწყდა სხვებს, ლიანდაგიდან გადავიდა და გვირაბის კედელს რომ არ დაეჭირა გადატრიალდებოდა” – უთხრა mtavari.tv-ის ერთ-ერთმა მგზავრმა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დიდ დიღომში გზები დაიტბორა – ვიდეო
მუკუზანში დისტრიბუციის მანქანა ეკლესიას შეეჯახა
ალაზანში 56 წლის მამაკაცი დაიხრჩო
მდინარე ალაზანში 56 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და მდინარეში ცხენით ცდილობდა გასვლას. მდინარის გადალახვის მცდელობისას, ის ძლიერმა დინებამ გაიტაცა და ცხენთან ერთად წაიღო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ცხენს, შემდეგ კი მამაკაცის ცხედარსაც მიაგნეს. ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ჰონდა რკინის ჯებირს დაეჯახა
დღეს, 29 აპრილს, ავარია მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრავი “ჰონდა”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და რკინის ჯებირს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამო მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებული იყო.
საგარეჯოში მანქანამ ახალგაზრდა ქალი მოკლა – მძღოლი მიიმალა
კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა საგარეჯოში ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც imedinews-ს თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც მიყენებული დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა 20 წლამდე ახალგაზრდა ქალი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს […]









