კახეთში 2 ავარია მოხდა

კახეთში 2 ავარია მოხდაორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. ფიატის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ფოლკსვაგენს შეეჯახა.

ავარია მოხდა ყვარელშიც, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავდნენ მძღოლებიც.

ორივე შემთხვევაში, საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მთავარი