ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად სარწყავ არხში გადავარდა. რის შემდეგაც ისევ სავალ ნაწილზე დაბრუნდა. ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები […]
კატეგორია: შემთხვევა
ქედაში მანქანა ხრამში გადავარდა – 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ქედის კლინიკაში განუცხადეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. […]
იყალთოში ავარიაში 27 წლის ფირუზ ლომაშვილი დაიღუპა
11 მაისს, გვიან ღამით ტრაგედია დატრიალდა თელავში, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. სოფელ იყალთოში სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ იყალთოს მკვიდრი, 27 წლის ფირუზ ლომაშვილია. ის „გოლფის“ […]
იყალთოში მანქანა ხეს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს სოფელ იყალთოში მოხდა. მსუბუქ მანქანას მამაკაცი თავად მართავდა, როდესაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
აწყურში სატვირთო ამოტრიალდა
თბილისში, ერისთავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე უმოკლეს დროში […]
კახეთში 2 ავარია მოხდა
ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. ფიატის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ფოლკსვაგენს შეეჯახა. ავარია მოხდა ყვარელშიც, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავდნენ მძღოლებიც. ორივე შემთხვევაში, საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით […]
რუსთავი-ლილოს გზაზე მერსედესი ამოტრიალდა
9 მაისს ავარია მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათ დამტვრეული მანქანიდან უვნებლად გამოაღწიეს. ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ უამინდობის გამო მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
თელავში 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებენ
რუსთავთან მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა
რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ როგორც “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსს ლილოდან რუსთავის მიმართულებით 18 მგზავრი გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.









