კატეგორია: შემთხვევა

საგარეჯოში მანქანამ ახალგაზრდა ქალი მოკლა – მძღოლი მიიმალა

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა საგარეჯოში ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც imedinews-ს თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც მიყენებული დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა 20 წლამდე ახალგაზრდა ქალი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს […]

სენაკთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 6 ადამიანი დაშავდა

სენაკში, სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი წლის ბავშვი. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ მანქანაში მსხდომი ერთი ოჯახის სამი წევრი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, ხოლო კიდევ სამი დაშავებული, რომლებსაც გულ-მკერდისა და კისრის მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა „არქიმედეში“ მოათავსეს. მათ […]

ყვარელთან მანქანა ქვეითს დაეჯახა და მდინარეში გადავარდა

ყვარლის გზაზე მომხდარი ავარიის დროს მანქანა მდინარეში გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად, მსუბუქად დაშავდა მძღოლი და ასევე ქვეითი, რომელსაც მანქანა მდინარეში გადავარდნამდე დაეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გურიაში ციხის მშენებლობაზე სატვირთომ 42 წლის მამაკაცი გაიტანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სადაც იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ციხის მშენებლობა მიმდინარეობს, 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პირველების ინფორმაციით, მამაკაცს სამშენებელო მოედანზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.  დაშავებული მუშა ადგილზევე გარდაიცვალა. ლაითურში ციხის მშენებლობას კომპანია ,,ანაგი” აწარმოებს.  ,,ანაგის” პროექტების მენეჯერი ტვ პირველთან  ამბობს,  რომ ტრაგედიის დეტალებზე გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაუბრებს: მოხდა უბედური შემთხვევა და დეტალებს გამოძიება დაადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება […]

თბილისში ყაზბეგის გამზირზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – ვიდეო

თბილისში,  ყაზბეგის გამზირზე, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ფაქტს “ტვ.პირველის” ჟურნალისტი შეესწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ტვ პირველი

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ავტომანქანას ხე დაეცა

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, გზაზე გაჩერებულ ავტომანქანას ხე დაეცა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება შს სამინისტროსა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადები.

 ქუთაისის სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი გადმოხტა

“ტვ. პირველის” ინფორმაციით, ქუთაისში, სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან 64 წლის პაციენტი გადმოხტა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში პოლიციაა მობილიზებული.  არსებული ინფორმაციით, პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და კლინიკაში შვილთან ერთად, 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა. კლინიკის მენეჯერი ამბობს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლაგოდეხში ტრაილერი მანქანას დაეჯახა

ლაგოდეხში ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. შემთხვევა სოფელ აფენში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

“ყურსასმენები ეკეთა, კლასელებმა ქვები ესროლეს, მაგრამ ვერ გააგებინეს” – ზესტაფონში ირაკლი თოფაძე მატარებელმა გაიტანა

ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას 17 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. მას მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა, რის შედეგად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აჯა­მეთ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ირაკ­ლი თო­ფა­ძეა. იგი აჯა­მეთ­ში ცხოვ­რობ­და და შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლი­დან ბრუნ­დე­ბო­და. “ჭოგ­ნა­რი­დან მო­დი­ო­და. კლა­სე­ლებ­თან ერ­თად იყო. ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თა და მა­ტა­რებ­ლის ხმა ვერ გა­უ­გია. კლა­სე­ლე­ბი უკან მოყ­ვე­ბოდ­ნენ და მა­ტა­რე­ბე­ლი რომ და­უ­ნა­ხავთ, ქვებს […]

ზესტაფონში მატარებელმა მოზარდი გაიტანა

ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მოხდა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.