გურიაში ციხის მშენებლობაზე სატვირთომ 42 წლის მამაკაცი გაიტანა

გურიაში ციხის მშენებლობაზე სატვირთომ 42  წლის მამაკაცი გაიტანაოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სადაც იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ციხის მშენებლობა მიმდინარეობს, 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

პირველების ინფორმაციით, მამაკაცს სამშენებელო მოედანზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.  დაშავებული მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.
ლაითურში ციხის მშენებლობას კომპანია ,,ანაგი” აწარმოებს.  ,,ანაგის” პროექტების მენეჯერი ტვ პირველთან  ამბობს,  რომ ტრაგედიის დეტალებზე გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაუბრებს:

მოხდა უბედური შემთხვევა და დეტალებს გამოძიება დაადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება საუბარი, _ აღნიშნა ,,ანაგის” მენეჯერმა,  კახა გოგავამ.
კახა გოგავას თქმით, ავტომობილი, რომელიც მუშას სამუშაოს  შესრულების დროს დაეჯახა, კომპანიას ეკუთვნოდა და არა იუსტიციის სამინისტროს, რომლის თანამშრომლები ციხეს იცავენ.

ტვ პირველი