გორში, სტალინის გამზირზე მომხდარ ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. თავდაპირველად, საავადმყოფოში ერთი, ხოლო მოგვიანებით კლინიკაში დანარჩენი ორი ახალგაზრდაც წაიყვანეს. მედიკოსების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავტოსაგზაო შემთხვევა 17 მარტს საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემდეგ, ერთ-ერთმა ტრაექტორია შეიცვალა, ჯერ გაზონზე გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. ამოტრიალებული მანქანა ტროტუარზე დაეცა. ქართლი
კატეგორია: შემთხვევა
გორში ყოფილი საავადმყოფო ჩამოინგრა
გორის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გვიან ღამით, წმინდაწყლის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი ჩამოიშალა. პირველადი ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს იცავს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური. მათივე ინფორმაციით, მერიის ბალანსზე ობიექტი გასულ წელს გადმოვიდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს მისი […]
ქუთაისთან პოლიციელი თავისი მანქანით ხრამში ჩავარდა
თბილისში შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა
წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა. მათგან 2 არასრულწლოვანია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებში, კვების ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და ობიექტს ამოწმებენ. რუსთავი 2
გორთან მერსედესს ცეცხლი გაუჩნდა – პოლიციამ გვირაბი ჩაკეტა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებულ გვირაბში ამ წუთებში მოძრაობა ცალმხრივად პარალიზებულია. გვირაბის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციამ მომხდარი შემთხვევის გამო მიიღო. ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ “მერსედესის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გვირაბის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ადგილზე საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის […]
თამარაშვილზე მე-16 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა
მაშველებმა გომის მთიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
მაშველებმა გომის მთაზე თოვლიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი: “ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდა მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, […]
თბილისში მეტრო გაჩერდა – მგზავრები ავარიულიდან გაიყვანეს – ვიდეო
მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული 3 ადამიანი იპოვეს
10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგები სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, […]
გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. იპნ









