ქუთაისთან პოლიციელი თავისი მანქანით ხრამში ჩავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხრამში ჩავარდა.

ავტომანქანას პოლიციელი მართავდა.

დაშავებული არავინაა და მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.