თბილისში, ნაძალადევის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხუდადოვის 1-ელ ნომერში დაიწვა 2 ბინა და კორპუსის სახურავი. მსუბუქად დაშავდა 2 მოქალაქე. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მათ ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში ხუდადოვზე სახლი იწვის
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი იწვის. ცეცხლი ხუდადოვის 1-ში მდებარე კორპუსის სახურავს უკიდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორამცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. რუსთავი 2
თბილისში სანაპიროზე ტოიოტა ბმვ-ს დაეჯახა
მარნეულში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 3 წლის შვილი გაზით გაიგუდნენ
მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა – 23 წლის მამაკაცი, მისი 21 წლის ცოლი და 3 წლის ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
“ბანკომატმა ფული ჩაგვიყლაპა და სტადიონზე დავიმალეთ” – სამტრედიაში დაკარგული ბავშვები იპოვეს
ბანკომატიდან ფულის გამოსატანად წავიდნენ და დაიკარგნენ – სამტრედიაში 11 და 13 წლის ლუკა და ხვიჩა ლომაიებს ეძებენ
სამტრედიაში გაუჩინარებულ ბავშვებს ეძებენ. 11 წლის ლუკა ლომაია და 13 წლის ხვიჩა გრიგოლია გუშინ 6 საათის შემდეგ გაუჩინარდნენ. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვები გუშინ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად წავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან. ოჯახი დაკარგულ ბავშვებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. მათი თქმით, პოლიციას შეატყობინეს, თუმცა სამართალდამცველებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს. ბავშვების მშობლები სამართლადამცველებთან შეხვედრას ცდილობდნენ, რასაც ადგილზე ხმაური […]
ბათუმში წყალმა ამოხეთქა
ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ეს ავარიული დაზიანებაა და სპეციალისტები მალე მივლენ შემთხვევის ადგილზე. „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე ქუჩას შეუწყდება და ამის შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ. ბათუმელები
თბილისში სკვერში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სკვერში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო პირი, დაახლოებით, 50 წლამდე მამაკაცია. ის სკვერში სკამზე დამჯდარ მდგომარეობაში, გაყინული იპოვეს.
მასობრივი ავარია ქარელი-გორის მონაკვეთზე – 15 მანქანა დაიმტვრა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე მომხდარი მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ავტომობილი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა. ამ დროს მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად მანევრირება სცადეს, თუმცა, ლიპყინულის გამო, რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 15-მდე ერთეული […]
თამარაშვილზე მანქანას ხის ტოტი დაეცა
პირველმა თოვლმა დედაქალაქში, საცობების შექმნასთან ერთად, პრობლემები მძღოლებს სხვა მხრივაც შეუქმნა. იმის მიუხედავად, რომ თოვლის საფარი მაღალი არ არის, თამარაშვილის ქუჩაზე დათოვლილი ხის ტოტი ჩამოტყდა და გაჩერებულ მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მანქანა დაზიანდა. ცნობისთვის, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. მთავარი










