თამარაშვილზე მანქანას ხის ტოტი დაეცა

თამარაშვილზე მანქანას ხის ტოტი დაეცაპირველმა თოვლმა  დედაქალაქში, საცობების შექმნასთან ერთად, პრობლემები მძღოლებს სხვა მხრივაც შეუქმნა.

იმის მიუხედავად, რომ თოვლის საფარი მაღალი არ არის, თამარაშვილის ქუჩაზე დათოვლილი ხის ტოტი ჩამოტყდა და გაჩერებულ მანქანას დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მანქანა დაზიანდა.

ცნობისთვის, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

მთავარი