მარნეულში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 3 წლის შვილი გაზით გაიგუდნენ

მარნეულში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 3 წლის შვილი გაზით გაიგუდნენმარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა – 23 წლის მამაკაცი, მისი 21 წლის ცოლი და 3 წლის ბავშვი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.