დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზია დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა მაღაზიაში არსებული საქონლის დიდი ნაწილი. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბაზრობის მოვაჭრეები შეეცადნენ მაღაზიის მეპატრონეს დახმარებოდნენ გადარჩენილი საქონლის დახარისხებაში. ხოფის ბაზრობა, ხანგრძლივი ლოქდაუნის შემდეგ, გუშინ გაიხსნა. ხანძრის მიზეზი ჯერ არაა დადგენილი, მაგრამ მოვაჭრეები ძველ ელექტროსადენებზე მიანიშნებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი მოკლე ჩართვის […]
კატეგორია: შემთხვევა
გორში 27 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, გორში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 27 წლის ხ.ე. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სამსახურში არ გამოცხადდა და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თანამშრომლებმა შინ, ვერხვების დასახლებაში, სუხიშვილის ქუჩაზე მიაკითხეს, შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის […]
ხანძარი ლილოს ბაზრობაზე – დაიწვა 60 კვ. მ ფართობი
ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. “ხანძარი გაუჩნდა მაღაზიებს. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ბრიგადა. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით არსებულ მაღაზიებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძრის მალევე ლოკალიზება მოხდა. დამწვარი არის 60 კვადრატამდე. დაშავებული არავინაა. ხანძრის […]
ქუთაისში ქვეითს მანქანა დაეჯახა
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ ქვეითს, შემდეგ კი სხვა ავტომობილებს შეეჯახა. შემთხვევით შედეგად ქვეითი დაშავდა და ის სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. საგზაო შემთხვევის გამო, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთით მოძრაობა იყო შეფერხებული. მთავარი
ბათუმში, ავტობუსის გაჩერებაზე ქალი გარდაიცვალა
ბათუმში მოპედი გაჩერებულ სატვირთოს შეასკდა – 30 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მოპედით მოძრავი 30 წლის ახალგაზრდა ბიჭი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გორის გვირაბთან ევაკუატორი ტრაილერს შეასკდა – მძღოლი ადგილზე დაიღუპა
ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე – გორის გვირაბთან მოძრავი ევაკუატორის მძღოლი ტრაილერს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ავარიის გამო, დროებით შეზღუდული ოყო მოძარაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. როგორც “მთავავარს” შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ქართლი
“უთქვამს, შველი შემხვდა და მას ავაცილეო” – 36 წლის მაია დევაძე მანქანით ხევში გადავარდა
2 თებერვალს ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი, 36 წლის მაია დევაძე, იმყოფებოდა. ის მრავლობითი დაზიანებებით ქედის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. მაია დევაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას მკვიდრი და ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. „ჩვენს სოფელში დაიბადა და გაიზარდა, დაბა ქედაში იყო გათხოვილი. ერთი შვილი ჰყავს, გოგო, ზუსტად ვერ გეტყვით, […]
მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის 5 პაციენტი გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო […]










