“უთქვამს, შველი შემხვდა და მას ავაცილეო” – 36 წლის მაია დევაძე მანქანით ხევში გადავარდა

"უთქვამს, შველი შემხვდა და მას ავაცილეო" - 36 წლის მაია დევაძე მანქანით ხევში გადავარდა2 თებერვალს ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი, 36 წლის მაია დევაძე, იმყოფებოდა.

ის მრავლობითი დაზიანებებით ქედის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მაია დევაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას მკვიდრი და ინგლისური ენის მასწავლებელი იყო.
„ჩვენს სოფელში დაიბადა და გაიზარდა, დაბა ქედაში იყო გათხოვილი. ერთი შვილი ჰყავს, გოგო, ზუსტად ვერ გეტყვით, 4-5 თვის ალბათ. ჩვენს სკოლაში ასწავლიდა წლებია. ჩემი მასწავლებელიც იყო, მეექვსე კლასიდან მასწავლიდა.

საოცარი ადამიანი და საოცარი პედაგოგი იყო. ყველას უყვარდა. შეუძლებელი იყო, არ გყვარებოდა, ისეთი ადამიანი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ ეს უბედურება დატრიალდა ჩვენს სოფელში და მაია მასწავლებელზე წარსულში უნდა ვისაუბროთ. რა მოხდა არ ვიცი, როგორც სოფელში ამბობენ, მანქანა რომ გადავარდა, გრძნობაზე ყოფილა, უყვირია დამეხმარეთო, რომ მისულან, ხელი არ მახლოთ, ყველაფერი მტკივაო, უთქვამს. საავადმყოფოში, როგორც ვიცი, მაიას უთქვამს, შველი შემხვდა და მას ავაცილეო… “- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ფუტბოლ.ჯი