კატეგორია: შემთხვევა

თბილისში ჭავჭავაძეზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში ჭავჭავაძეზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაშავდა

31 იანვარს 2 ადამიანი დაშავდა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოვარიის შედეგად. უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი  მანქანის მძღოლი ცენტრალურ გზაზე წესების დარღვევით გადმოდიოდა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები კლინიკაში  გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მთავარი

“კივილი გავიგონეთ… ახალგაზრდა კაცი მიწაზე იწვა” – ვინ არის ბათუმში დაღუპული მუშა

"კივილი გავიგონეთ... ახალგაზრდა კაცი მიწაზე იწვა" - ვინ არის ბათუმში დაღუპული მუშა

გუშინ ბათუმში ანგისის 73 ნომერში მდებარე კომპანია „სუპერ გრუპის“ კუთვნილ მშენებლობაზე დასაქმებული მუშა მე-11 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი, ბათუმში, მალაზონიას 33 ნომერში მცხოვრები 34 წლის მამუკა ბერიძეა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მამუკა ბერიძე იმ დროს გადმოვარდა მშენებლობიდან, როდესაც მე-11 სართულზე რკინა-ბეტონის შეკვრით სამუშაოებს ასრულებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული […]

“მანქანა ხეს შეასკდა, ცოლი დაიღუპა” – ავარია ჭალადიდთან

"მანქანა ხეს შეასკდა, ცოლი დაიღუპა" - ავარია ჭალადიდთან

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. შემთხვევის შედეგად ცოლი ადგილზე დაიღუპა, ქმარი და კიდევ ერთი პირი დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის ტრავმებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო […]

ზუგდიდში 10 წლის გოგონა ნანგრევებიდან გამოიყვანეს – დევნილთა სახლი ჩამოინგრა

ზუგდიდში 10 წლის გოგონა ნანგრევებიდან გამოიყვანეს - დევნილთა სახლი ჩამოინგრა

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, საკონსერვო ქარხნის ყოფილ შენობაში, დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – დაშავდა 10 წლის გოგონა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რასაც აუდიტის არაერთი დასკვნა ადასტურებს და დევნილთა სამინისტროს მაცხოვრებლები აქამდე უნდა გაეყვანა ტერიტორიიდან. ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის ბავშვი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ძირითადი კვლევები ჩაუტარდა, არ აქვს მოტეხილობა ან სისხლჩაქცევა. ამჟამად თავის კომპიუტერული კვლევა […]

ბათუმში 35 წლის მამაკაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, 35 წლამდე კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ტვ 25“-მა გაავრცელა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მშენებლობა, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, კომპანია “სუპერ გრუპს” ეკუთვნის. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანია “სუპერ გრუპს” სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ერთხელ თავადაც მიუთითეს, თუმცა, საქმისწარმოება გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების შემდგომ შეწყდა. […]

ქუთაისის მერიაში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის მერიაში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის მერიის შენობის ერთ-ერთ ოთახში ჭერი ჩამოინგა. შემთხვევა მეოთხე სართულზე, ე.წ ქოლცენტრის ოთახში მოხდა, სადაც ახალგაზრდები დაინფიცირებული პირების ზარებს პასუხობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თანამშრომლები კი ალტერნატიულ ოთახში გადაიყვანეს. მთავარი

რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ – ნაპირზე მისი ნივთები იპოვეს

რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ - ნაპირზე მისი ნივთები იპოვეს

რუსთავში, მტკვარში შუახნის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც მაშველები, ისე მყვინთავები. “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, რომ სანაპიროზე ნაპოვნია კაცის პირადი ნივთები. რუსთაველი მამაკაცი, რომლის სამძებრო სამუშაობიც ამ წუთებში მდინარეში მიმდინარეობს, 2 დღის წინ გაუჩინარდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის და სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

შილდაში მანქანა 16 წლის ძიუდოისტს დაეჯახა და ადგილზე მოკლა

შილდაში მანქანა 16 წლის ძიუდოისტს დაეჯახა და ადგილზე მოკლა

27 იანვარს ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული ახალგაზრდა 16 წლის ვალერი ერკოშვილია. ერკოშვილი მოჭიდავე და სხვადასხვა ტურნირების წარმატებული მონაწილე იყო. ძიუდოს კლუბ ” შილდას” სახელით, ახალგაზრდა საჭიდაო ტურნირებზე საპრიზო ადგილებსაც იკავებდა. ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძღოლი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. გამოძიება მომხდარ […]

“15 წლის მოზარდმა მშობლებს მანქანა მოპარა და 34 წლის ქალი მოკლა” – რა მოხდა ავჭალაში

"15 წლის მოზარდმა მშობლებს მანქანა მოპარა და 34 წლის ქალი მოკლა" - რა მოხდა ავჭალაში

18 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 34 წლის მზი­კა ხუს­კი­ვა­ძე ემსხვერ­პლა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ავ­ჭა­ლა­ში, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ქალი სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და, როდესაც მას, სა­კუ­თარ სახ­ლთან ახ­ლოს, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლილს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ “ამბებს” მზი­კა ხუს­კი­ვა­ძის ნა­თე­სა­ვი ესა­უბ­რა. “ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზი­კას მი­სი­ვე უბ­ნე­ლი 15 წლის […]

“ამ ეტაპზე რეანიმაციაშია” – როგორია რუსთავში მე-3 სართულიდან გადავარდნილი გოგონას ჯანმრთელობა

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

მე-3 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი რუსთაველი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, გოგონას ხერხემალი აქვს დაზიანებული. “ამ ეტაპზე პაციენტი რეანიმაციაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. არ აქვს თავის დაზიანებები. დაზიანებულია ხერხემალი. ახლა უკეთდება ზუსტად მრტ კვლევა და შემდგომში გადაწყდება, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა […]