“ამ ეტაპზე რეანიმაციაშია” – როგორია რუსთავში მე-3 სართულიდან გადავარდნილი გოგონას ჯანმრთელობა

"ამ ეტაპზე რეანიმაციაშია" - როგორია რუსთავში მე-3 სართულიდან გადავარდნილი გოგონას ჯანმრთელობამე-3 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი რუსთაველი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, გოგონას ხერხემალი აქვს დაზიანებული.

“ამ ეტაპზე პაციენტი რეანიმაციაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. არ აქვს თავის დაზიანებები. დაზიანებულია ხერხემალი. ახლა უკეთდება ზუსტად მრტ კვლევა და შემდგომში გადაწყდება, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განუცხადეს “ინფო რუსთავს” იაშვილის კლინიკის პრესამსახურში.

19 იანვარს, გვიან ღამით, XIX მიკრორაიონში 13 წლის გოგონა მესამე სართულის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც ის შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა.

მოზარდი თავდაპირველად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” მიიყვანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი 13 წლის გოგონა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორუსთავი