თბილისში ჭავჭავაძეზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში ჭავჭავაძეზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაშავდა31 იანვარს 2 ადამიანი დაშავდა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოვარიის შედეგად. უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი  მანქანის მძღოლი ცენტრალურ გზაზე წესების დარღვევით გადმოდიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა.

დაშავებულები კლინიკაში  გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მთავარი