ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ საზანოში სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, 80 წლის დედა და 50 წლამდე შვილი, შვილიშვილი კი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. იპნ
კატეგორია: შემთხვევა
“2 წლის ნიკოლოზი აუზში ჩავარდა, დედამ მანქანით კლინიკაში წაიყვანა და ავარიაში მოჰყვა”
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სოფელში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სოფელში მერის წარმომადგენლის იმედა ცარციძეს ინფორმაციით, ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში არსებულ აუზში ჩავარდა და დაიხრჩო. მისივე თქმით, მშობლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლას არ დაელოდნენ და საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს პატარა კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოჰყვნენ. ,,ტრაგედია მოხდა გრიგალაშვილების ოჯახში, 2 წლის ბავშვი ეზოში მდებარე აუზში დაიხრჩო. როგორც მაქვს ინფორმაცია, […]
რუსთავთან ტოიოტა მერსედესს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მაგისტრალზე “ტოიოტა”-ს მარკის ავტომობილს “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს გაჩერებულ ავტომობილს კი უკნიდან ასევე “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ავტომობილები ინერციით სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 ახალგაზრდა დაშავდა, […]
ნინოწმინდაში სახლში ღუმელი აფეთქდა – 75 წლის ქალი დაიღუპა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში, ცენტრალური გათბობის ღუმელის აფეთქების შედეგად, 75 წლის ქალი გარდაიცვლა. შემთხვევა დღეს, 27 დეკემბერს დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა, შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ–კრიმინალისტებმა. რადიო „ნორის“ ინფორმაციით, გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის გამსვლელი ონკანი დაკეტილი იყო, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 75 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამხრეთის კარიბჭე
სენაკში პატრულის მანქანა ჯიპს დაეჯახა
ავარია ზუგდიდში – 5 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებში მათ გამოკვლევები უტარდებათ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას […]
ლენუკა ყიფშიძე ავარიაში მოჰყვა – “მთავარია, გადავრჩი”
ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლენუკა ავრცელებს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სასწაულებრივად გადარჩა. „მადლობა ღმერთს, გადავრჩი… ბევრი მწერთ და ვერ გპასუხობთ. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ჩემი ავარიის ამბავი, მაგრამ მთავარია გადავრჩი და არაფერი ცუდი არ მჭირს. ერთი ვიცი, რომ უფალს ვუყვარვარ”,– წერს ლენუკა. ნიუპოსტი
ახალციხეში რესტორანი “იმერეთი” აფეთქდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან “იმერეთში” აფეთქება მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ რესტორანში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ორი მაცხოვრებელი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რესტორან “იმერეთში” მომხდარი აფეთქების გამო, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტურია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის […]
სიღნაღში სახლი აფეთქდა – დაშავდა 1 ქალი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ქშუტაშვილების საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაშავდა ოჯახის წევრი ხანდაზმული ქალი, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივების თქმით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც. მთავარი
თბილისში ორსართულიანი სახლი ჩამოინგრა
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც თვითმხილველები საქართველოს პირველ არხთან აცხადებენ, აღნიშნული შენობა წლებია, ავარიულია და იქ არავინ ცხოვრობს. ამასთან, თვითმხილველები ამბობენ, რომ ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. როგორც საქართველოს პირველ არხს მერიაში განუცხადეს, აღნიშნული შენობიდან ბოლო მცხოვრებელი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიყვანეს. „მეოთხე ხარისხის დაზიანება იყო. დემონტაჟი იმიტომ ვერ განვახორციელეთ, […]










