“2 წლის ნიკოლოზი აუზში ჩავარდა, დედამ მანქანით კლინიკაში წაიყვანა და ავარიაში მოჰყვა”

"2 წლის ნიკოლოზი აუზში ჩავარდა, დედამ მანქანით კლინიკაში წაიყვანა და ავარიაში მოჰყვა"ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სოფელში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სოფელში მერის წარმომადგენლის იმედა ცარციძეს ინფორმაციით, ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში არსებულ აუზში ჩავარდა და დაიხრჩო. მისივე თქმით, მშობლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლას არ დაელოდნენ და საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს პატარა კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოჰყვნენ.

,,ტრაგედია მოხდა გრიგალაშვილების ოჯახში, 2 წლის ბავშვი ეზოში მდებარე აუზში დაიხრჩო. როგორც მაქვს ინფორმაცია, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ამ წინასაახალწლოდ ოჯახის წევრები სამზადისში იყვნენ და ალბათ სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს. პატარა ნიკოლოზი აუზში რომ ჩავარდა, მშობლებს უფროსმა ძმამ უთხრა, რომელიც სამი წლის არის. ოჯახი არ დაელოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, იფიქრეს, რომ დროში მოიგებდნენ, შეძლებდნენ ბავშვის გადარჩენას და საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს კლინიკაში. თუმცა როგორც ვიცი, ბავშვი უკვე დაღუპული იყო. სამწუხაროდ, გზაში ავარიაში მოჰყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ახალი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში იმედა ცარციძემ.

იპნ