ნინოწმინდაში სახლში ღუმელი აფეთქდა – 75 წლის ქალი დაიღუპა

ნინოწმინდაში სახლში ღუმელი აფეთქდა - 75 წლის ქალი დაიღუპანინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში, ცენტრალური გათბობის ღუმელის აფეთქების შედეგად, 75 წლის ქალი გარდაიცვლა.

შემთხვევა დღეს, 27 დეკემბერს დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა, შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ–კრიმინალისტებმა.

რადიო „ნორის“ ინფორმაციით, გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის  გამსვლელი ონკანი დაკეტილი იყო, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 75 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამხრეთის კარიბჭე