მცხეთასთან ავარიის შესახებ, რომელსაც 3 ქალის სიცოცხლე შეეწირა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ […]
კატეგორია: შემთხვევა
“მანქანა ბორდიურს დაეჯახა და მერე მტკვარში გადავარდა” – მცხეთასთან 3 ქალი დაიღუპა
დღეს, შუადღეს დაახლოებით 15:00 საათზე მცხეთასთან ავარიას, სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილები არიან ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. მანქანაში მჯდომი სამი მგზავრიდან არცერთი არ გადარჩა. ბელა გეგუჩაძე მცხეთის სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი კოვიდცენტრში იყო განაწილებული. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, საჭეს თავად ბელა მართავდა. მანქანა ჯერ ბორდიურს დაეჯახა და შემდეგ მტკვარში […]
დიღომში, ძიუდოს აკადემიასთან, 4 სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა
თბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის 38 ნომერში, ძიუდოს აკადემიასთან, ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის სარდაფში, პირველ სართულზე გაჩნდა, რამაც ზედა სართულების ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, მოსახლეები შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრე მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად 20-მდე მოქალაქის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა, ოთხმა მოქალაქემ […]
მანქანით ხეს შეეჯახა და დაიღუპა – ავარია თელავში
თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ რუისპირში მოხდა. 27 წლის ახალგაზრდა ავტომობილით თავდაპირველად ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ამოტრიალდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ერთი უსინათლო იყო, მეორე – ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი – თბილისში ხანძარში 2 ადამიანი დაიღუპა
ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხორავას ქუჩაზე დღეს დილით გაჩენილ ხანძარს. გარდაცვლილია ერთი ოჯახის ორი წევრი, რომელთაგან ერთი უსინათლო, მეორე კი ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებული იყო. ხანძარი თბილისში, ხორავას 9 ნომერში გამთენიისას გაჩნდა. შედეგად კი სამ სართულიანი შენობის მეორე სართული დაიწყვა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. ხანძრის გამომწვევი ოფიციალური […]
დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა
დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. „შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო […]
დაჭრილი მონადირე მაშველებს ტყიდან გამოჰყავთ – რა მოხდა დაბა ჯვარში
მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. „შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის […]
ლანჩხუთთან ტრაილერი გზიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში – სოფელ ჩიბათში ტრაილერი გზიდან გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილის მძღოლი უვნებლად გადარჩა, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. საგზაო ინციდენტის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. რუსთავი 2
გორში 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – ცოლ-ქმარი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში – რკინიგზის დასახლებაში დღეს, 25 ნოემბერს, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც “გორმედის” კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე კი, სამართალდამცველები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მთავარი
რუსთავთან ავარიაში 37 წლის შენგელი იარაჯული დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა. ავარიის დროს დაშავდა მამაკაცი, რომელიც ბმვ-ს მარკის ავტომობილს მართავდა. დაშავებული მალევე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი მამაკაცი, 37 წლის შენგელი იარაჯულია, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ინფო რუსთავი









