ჰოლივუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის შესახებ გავრცელებულ ცნობებს სექსუალური შევიწროების შესახებ ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ეხმაურება. „არ არსებობს სექსუალური შეურაცხყოფის ან სექსუალური შევიწროების საბაბი – მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ და რა პროფესიის. მივესალმები იმ ქალების სიძლიერეს და გამბედაობას, რომლებმაც ხმა აიმაღლეს“ – წერს დიკაპრიო. შეგახსენებთ, სექსუალურ შევიწროებაში ჰარვი ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა დაადანაშაუალა, სტატია […]
კატეგორია: შოუბიზნესი
დეტროიტში ამერიკელი რეპერი Doughboy Roc-ი მოკლეს
მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში ამერიკელი რეპერი როდნი იერგენი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. Doughboy Roc-ის სახელით ცნობილი მუსიკოსის ცხედარი თავის მანქანაში აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მრავალი ჭრილობა ავს მიყენებული. დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის. რეპერი 29 წლის იყო. იმედინიუსი
გვინეტ პელტროუ – ჰარვი ვაინშტეინი სასტუმროს საძინებელში მასაჟს მაიძულებდა
ამერიკელი მსახიობები ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ ყვებიან, როგორ ავიწროებდა მათ პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი. მათი აღიარება The New York Times-ში ქვეყნდება. – ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ახალგაზრდობიდან ჰარვი ვაინშტეინთან ურთიერთობის. საბოლოოდ, მე გადავწყვიტე არ მემუშავა მასთან და სხვებიც გავაფრთხილე, ვინც, ჩემგან განსხვავებით, ამას აპირებდა , – ამბობს ჯოლი. მისი თქმით, პროდუსერის ქალებთან ურთიერთობის ფორმები დაუშვებელია ყველა სფეროსა […]
შაკირა და პიკე დაშორდნენ
ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაკირა და პიკეს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა . ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ბავშვები კი შაკირასთან იყვნენ. ახლა კი Sports Illustrated იტყობინება , რომ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე იდეალურ წყვილად აღიარებული, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ. აღნიშნულ საკითხზე წყვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ისინი […]
რუსმა როკ-მომღერალმა ზემფირამ და მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ იქორწინეს
რუსმა როკ-მომღერალმა ზემფირამ და მსახიობმა და რეჟისორმა რენატა ლიტვინოვამ იქორწინეს. როგორც რუსული მედია იტყობინება, წყვილმა შვედეთში იქორწინა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2009 წელს დაკანონდა. რუსული მედიის ცნობით, საქორწილო ცერემონიის შემდეგ ისინი თაფლობის თვის გასატარებლად ჯერ სტოკჰოლმში გაემგზავრნენ, შემდეგ კი ტალინში გადაინაცვლეს.
”მოდა მოკვდა!” – დემნა გვასალიას ”კროქსებმა” მსოფლიო გააოგნა
პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა – “ბალენსიაგას” მოდელები პოდიუმზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული “კროქსებით” გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდელები პოდიუმზე “კროქსებით” გამოვიდნენ – გასულ წელს ეს ფეხსაცმელი კრისტოფერ კეინის გაზაფხულის კოლექციაშიც გამოჩნდა, თუმცა “ბალენსიაგამ” მაინც მოახერხა ყველას გაოცება, რადგან ამჯერად “კროქსების” პლატფორმის სიმაღლემ ყველანაირ […]
ანა ურუშაძის “საშიშმა დედამ” ეგვიპტეში 50.000 დოლარი მოიგო
ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „საშიში დედა“ ეგვიპტეში ელ გოუნას საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ჯილდო გულისხმობს ფულად პრიზსაც – 50.000 აშშ დოლარის ოდენობით. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრების მაგალითზე, აკრძალვებისა და სტერეოტიპების შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა საფესტივალო ცხოვრება რამდენიმე თვის წინ დაიწყო […]
“ფლეიბოის” დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა – ”მერლინ მონროს გვერდით დამკრძალეთ”
გუშინ, 27 სექტემბერს, ლოს ანჯელესში, გარდაიცვალა ჟურნალ “ფლეიბოის” დამაარსებელი ჰიუ მარსტონ ჰეფნერი. ჰეფნერი 91 წლის იყო. ის საკუთარ ვილაში ახლობლებისა და მეგობრების წრეში აღესრულა. ჰიუ ჰეფნერი 1926 წელს 9 აპრილს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო კორესპონდენტი. ჰიუ ჰეფნერმა ჟურნალის პირველი ნომერი 1953 წელს საკუთარ სამზარეულოს მაგიდაზე მოამზადა. პირველი ნომრის ყდა მერლინ მონრომ დაამშვენა. […]
სოფო ბედიამ, ანრი ჯოხაძემ და ხუთმა მომღერალმა “ქართული ოცნების” კონცერტებზე 3.125-3.125 ლარი მიიღეს
“ქართულმა ოცნებამ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენისას საკონცერტო შესრულებისთვის 7 მომღერალი დაიქირავა. აუდიტის ეროვნულ სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” მათ ეს თანხა საკონცერტო შესრულებისთვის გადაუხადა. კონცერტებში სალომე ბაკურაძე, სოფო ბედია, ნინო ბუზალაძე, ანრი ჯოხაძე, რუსუდან მორჩილაძე, სოფო ხალვაში და ნოდარ ტატიშვილი მონაწილეობენ. თითოეულს “ქართულმა ოცნებამ” 3.125 ლარი გადაუხადა. ხოლო მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანს იმავე ოდენობის თანხა […]
იტალიელი ლაურა მესი საკუთარ თავზე დაქორწინდა
იტალიელი ფიტნეს ინსტრუქტორი, 40 წლის ლაურა მესი, საკუთარ თავზე დაქორწინდა. მისი თქმით, იდეა 38 წლის ასაკში, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მეგობარ მამაკაცს დაშორდა. ქორწილში ლაურას თეთრი კაბა ეცვა, სტუმრებიც ჰყავდა და სამსართულიანი ტორტიც ჰქონდა. მართალია საქორწილო რიტუალს იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ მისი ჟესტი სოლოგამიის მხარდაჭერად აღიარეს. სოლოგამები საკუთარი თავის სიყვარულს აღიარებენ. […]