გვინეტ პელტროუ – ჰარვი ვაინშტეინი სასტუმროს საძინებელში მასაჟს მაიძულებდა

გვინეტ პელტროუ - ჰარვი ვაინშტეინი სასტუმროს საძინებელში მასაჟს მაიძულებდაამერიკელი მსახიობები ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ ყვებიან, როგორ ავიწროებდა მათ პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი. მათი აღიარება The New York Times-ში ქვეყნდება.

– ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ახალგაზრდობიდან ჰარვი ვაინშტეინთან ურთიერთობის. საბოლოოდ, მე გადავწყვიტე არ მემუშავა მასთან და სხვებიც გავაფრთხილე, ვინც, ჩემგან განსხვავებით, ამას აპირებდა , – ამბობს ჯოლი.

მისი თქმით, პროდუსერის ქალებთან ურთიერთობის ფორმები დაუშვებელია ყველა სფეროსა და ყველა ქვეყანაში.

პელტროუც აცხადებს, რომ ვაინშტაინთან მაშინ მუშაობდა, როცა 22 წლის იყო და ფილმ “ემაში“ მთავარ როლში იღებდნენ. გადაღებების წინ ის პროდუსერმა სასტუმროს ნომერში მიიპატიჟა, სადაც ფიზიკურ ურთიერთობას და საძინებელში მასაჟის გაკეთებას აძალებდა. უარის მიღების შემდეგ, მას დაემუქრა და გააფრთხილა არავისთვის მოეყოლა მომხდარის შესახებ.

– ბავშვი ვიყავი მაშინ და ეს ჩემთვის საშინელება იყო, – ყვება პელტროუ.

საპროდუსერო კომპანიამ The Weinstein-მა ვაინშტეინი გაათავისუფლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროდუსერი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს.