შაკირა და პიკე დაშორდნენ


შაკირა და პიკე დაშორდნენცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაკირა და პიკეს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა . ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ბავშვები კი შაკირასთან იყვნენ.

ახლა კი Sports Illustrated იტყობინება , რომ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე იდეალურ წყვილად აღიარებული, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ.

აღნიშნულ საკითხზე წყვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ისინი ბოლოს ერთად, ივლისში, პიკეს თანაგუნდელის, ლიონელ მესის ქორწილში გამოჩნდნენ.

შეგახსენებთ, პიკემ და შაკირამ ერთმანეთი 2010 წელს, სიმღერა Waka Waka-ს კლიპის გადაღებების დროს გაიცნეს, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი იყო. მალევე წყვილი ერთად გადავიდა საცხოვრებლად. 2013 წელს მათ პირველი ბიჭი ეყოლათ, მილანი. ორი წლის შემდეგ კი მეორე ბიჭი – საშა.

ნიუპოსტი